ისრაელ-ღაზას საზღვარზე შეტაკების შედეგად რვა პალესტინელი დაშავდა

16:43, 13.04.2018

ისრაელ-ღაზას საზღვარზე შეტაკების შედეგად რვა პალესტინელი დაშავდა.

პალესტინელებსა და ისრაელის თავდაცვის ძალებს შორის შეტაკება უკვე მესამე კვირაა გრძელდება.

Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის სამხედროები სასაზღვრო ზონაში მყოფი პალესტინელების გაფანტვას ცრემლსადენი გაზით და საბრძოლო ტყვიებით ცდილობენ.

ისრაელ-ღაზას საზღვართან აქციას ათასობით პალესტინელი მართავს.

გავრცელებული ინფორმაციით, მუსლიმების შუადღის ლოცვის შემდეგ, აქციის მონაწილეების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

პალესტინელებმა ე.წ. „დაბრუნების მარში“ 30 მარტს დაიწყეს.

მსგავსი