ისრაელ-ღაზას საზღვარზე ექვსი პალესტინელი მოკლეს
ისრაელ-ღაზას საზღვარზე ექვსი პალესტინელი მოკლეს

ისრაელ-ღაზას საზღვარზე შეტაკებებს ექვსი პალესტინელი ემსხვერპლა. ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არის 14 წლის ბიჭიც. შეტაკებების შედეგად 180-მა პალესტინელმა სხეულის დაზიანება მიიღო.

სასაზღვრო ზონაში შეკრებილ პალესტინელებს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს. პალესტინელები ისრაელის არმიის წევრებს ქვებს, ასაფეთქებელ მოწყობილობებს ესროდნენ და საზღვრის გადაკვეთას ცდილობდნენ.

საპროტესტო აქციაში მონაწილეობას 20 ათასამდე პალესტინელი იღებდა. ისრაელის არმიამ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა.

დატოვე კომენტარი