ისრაელ ადესანიას ტიტულის დაცვა იოელ რომეროსთან სურს
ისრაელ ადესანიას ტიტულის დაცვა იოელ რომეროსთან სურს

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) საშუალო წონითი კატეგორიის ჩემპიონი ისრაელ ადესანია მომავალი მეტოქის მოლოდინშია. ნიგერიელი მებრძოლი ტიტულის დაცვისთვის ემზადება.

ადესანიას დაუმარცხებელ პაულო კოსტასთან უნდა ებრძოლა, თუმცა ამ უკანასკნელმა ბიცეფსის ტრავმა მიიღო და აქტიურ სპორტს 8 თვით ჩამოშორდა.

აქედან გამომდინარე ორგანიზაციისთვის საჭირო გახდა „ლასთ სთაელბენდერისთვის“ სხვა მოწინააღმდეგის მოძებნა. „ემ ემ ეი ფაითინგთან” (MMA FIGHTING) მიცემულ ინტერვიუში საშუალო წონის ჩემპიონმა განაცხადა, რომ თებერვალში სურს ტიტულის დაცვა.

„მე ტიტულის დაცვა თებერვალში ან მარტში მსურს. რადგან ეს „სახლის ბიჭი” პაულო კოსტა ვერ იბრძოლებს 8 თვე, მე მსურს იოელ რომეროს ვებრძოლო“. – აღნიშნა ადესანიამ.