ისრაელ ადესანია ჯონსისა და რეიესის ბრძოლას გამოეხმაურა
ისრაელ ადესანია ჯონსისა და რეიესის ბრძოლას გამოეხმაურა

მსოფლიო მედიაში არ წყდება საუბრები ჯონსისა და რეიესის ბრძოლასთან დაკავშირებით. ბევრი მიიჩნევს, რომ ჩემპიონმა სატიტულო ბრძოლა დათმო და მას გამარჯვება არასამართლიანად მიანიჭეს. ბევრს ჰგონია, რომ აღნიშნული დაპირისპირება ფრედ უნდა დასრულებულიყო. ბევრი კი თვლის, რომ ჯონსმა ჩემპიონის ქამარი სამართლიანად შეინარჩუნა.

ჯონსისა და რეიესის ბრძოლაზე საკუთარი აზრი აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის საშუალო წონითი დივიზიონის (midleweight) ჩემპიონმა ისრაელ ადესანიამაც გამოთქვა.

„მე ვნახე ის, რისი ნახვაც მსურდა. მეხუთე რაუნდში მან (ჯონსმა) გარდატეხის შეტანა სცადა, თუმცა ამას ეს აშკარად არ გამოუვიდა. თუ შევადარებთ მის მეხუთე რაუნდს ჩემი და გასტელუმის ბოლო რაუნდს, რადიკალურად განსხვავებულ სურათს მივიეღებთ. აშკარად გამოჩნდა, რომ ჯონსი ის აღარ არის, რაც ადრე იყო.

მისი საუკეთესო წლები წარსულს ჩაბარდა. რა თქმა უნდა, ის დღემდე დიდებული მებრძოლია, თუმცა ბევრად სუსტი ვიდრე წლების წინ. ბრძოლა ძალიან დაძაბულად წარიმართა. ყველა სხვადასხვაგვარად ფიქრობს. მე კი მიმაჩნია, რომ ამ დაპირისპირებაში მსაჯებს ფრე უნდა დაეფიქსირებინათ და განმეორებითი ბრძოლა გაემართათ.

მოკლედ რომ გითხრათ, მე ის ვნახე რისი ხილვაც მსურდა და გპირდებით, რომ მას შემდეგ, რაც რომეროს, კოსტასა და კანონიერს დავამარცხებ, 2021 წელს ჯონსს მისივე ნახევრად მძიმე წონაში შევებრძოლები და იმას გავაკეთებ, რაც მევალება და ძალიან მიყვარს.”