ისრაელ ადესანია ახალ ზელანდიაში საპროტესტო აქციას შეუერთდა და სიტყვით გამოვიდა
ისრაელ ადესანია ახალ ზელანდიაში საპროტესტო აქციას შეუერთდა და სიტყვით გამოვიდა

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ საპროტესტო აქციები ამერიკის შეერთებული შტატების გარდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ტარდება. ერთ-ერთი ასეთი საპროტესტო მსვლელობა ახალ ზელანდიაში მოეწყო. ფლოიდის მკვლელობისა და რასიზმის გასაპროტესტებლად ოკლენდში 4000-მდე ადამიანი შეიკრიბა. აქციას აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი ისრაელ ადესანია შეუერთდა და სიტყვითაც გამოვიდა.

„აუცილებლად უნდა ვთქვა ჩემი სათქმელი. ძალიან გაბრაზებული ვარ. არ შემიძლია ამ ფაქტს მშვიდად შევხედო. ჩვენ დიდი ხანია რასიზმს ვაპროტესტებთ, თუმცა, როგორც ვხედავთ დღესაც ხდება გაუგონარი ამბები. მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა ადამიანს, ვინც რასობრივ ნიადაგზე დევნას განიცდის. ძალიან დავიღალე იმის ყურებით, თუ როგორ იღუპებიან ადამიანები ამ მიზეზის გამო. ყოველთვის ჩემს თავს ვაყენებ და ვხედავ მათ ადგილას. ეს საოცრად გულდასაწყვეტია“. – განაცხადა ადესანიამ.