ისმაელ საიბარი საფრანგეთის ნაკრებთან მეოთხედფინალურ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს #1TVSPORT

12:14, 09.07.2026

მაროკოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ისმაელ საიბარი საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს.

საიბარიმ ტრავმა მუნდიალის მერვედფინალში კანადის ნაკრებთან შეხვედრის დროს მიიღო – ის პირველ ტაიმში შეცვალეს.

„მან გამოჯანმრთელება ვერ მოახერხა, ჯერ ძალიან ადრეა. ვიმედოვნებ, საიბარი მაროკოს ნაკრების შემდეგი მატჩისთვის მზად იქნება“, – აღნიშნა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მოჰამედ უაჰბიმ.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ისმაელ საიბარიმ სამი გოლი გაიტანა – მან ბრაზილიის, შოტლანდიისა და ჰაიტის კარი აიღო. აღსანიშნავია, რომ უშუალოდ მუნდიალის მსვლელობისას მაროკოელის ტრანსფერის შესახებ მიუნხენის „ბაიერნმა“ გამოაცხადა და ის მომავალი სეზონიდან გერმანული ფეხბურთის გრანდში ითამაშებს.

მაროკოსა და საფრანგეთის ნაკრებების მატჩი 10 ივლისს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი