ალჟირელი ნახევარმცველი ისმაელ ბენასერი კარიერას „მარსელში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
ბენასერი ფრანგულ კლუბს იჯარის წესით შეუერთდა, სეზონის დასრულების შემდეგ კი „მარსელს“ მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.
იჯარისთვის „მარსელი“ „მილანს“ ერთ მილიონ ევროს გადაუხდის, ხოლო ფეხბურთელის სრულფასოვანი ტრანსფერისთვის ზაფხულში 12 მილიონი ევროს გაღება მოუწევს.
27 წლის ბენასერი „მილანში“ 2019 წელს „ემპოლიდან“ გადავიდა. მიმდინარე სეზონში მან მოედანზე მხოლოდ 431 წუთი გაატარა.