ისლანდიის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს
ისლანდიის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს

ისლანდიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა 42 წლის არნორ ტორ ვიდარსონი. ამის შესახებ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურმა დაწერა.

ადრე ეს სპეციალისტი მუშაობდა „ბრიუგესა“ და „ლოკერენის“ საწვრთნელ შტაბში, შემდეგ ისლანდიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.

ისლანდიის ნაკრების წინა მწვრთნელი გახლდათ ერიკ ჰამრენი, რომელმაც ნაკრები ნოემბერში დატოვა.

ვიდარსონმა ნაკრები უნდა მოამზადოს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის, სადაც ისლანდიის მეტოქეები J ჯგუფში გერმანია, რუმინეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, სომხეთი და ლიხტენშტაინი არიან.