ისლანდიელებმა ნიგერიის ნაკრების მეკარე გაამხნევეს, რომელიც ლეიკემიას ებრძვის
ისლანდიელებმა ნიგერიის ნაკრების მეკარე გაამხნევეს, რომელიც ლეიკემიას ებრძვის

ინგლისური “ვულვერჰემპტონის” მეკარე კარლ იკემე ლეიკემიისგან განკურნების კურსებს გადის. 2015 წლიდან მან ნიგერიის ნაკრებში 10 შეხვედრა ჩაატარა, საუცხოო ფორმაში იყო და წესით, რუსეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდის განაცხადშიც უნდა ყოფილიყო.

მაგრამ სეზონისწინა სამედიცინო შემოწმებაზე იკემეს არასახარბიელო დიაგნოზი დაუსვეს, სასწრაფოდ მკურნალობა დასჭრდა და ბუნებრივია, მისი თამაში გამოირიცხა. მეკარე ნიგერიელებმა ნაკრების განაცხადში 24-ე მოთამაშედ სიმბოლურად დაასახელეს – სულ სიაში 23 ფეხბურთელი უნდა იყოს.

ყველაზე მოულოდნელი ჟესტით თავი ჯგუფში ნიგერიის მეტოქემ, ისლანდიის ნაკრების წევრებმა გამოიჩინეს. მათ აფრიკელ მეკარეს თანადგომა გამოუცხადეს და მისთვის საგანგებოდ 1-ნომრიანი მაისურა დაამზადეს.

„ფეხბურთი დიდი ოჯახია. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ მოწინააღმდეგეები ვართ, არის რაღაც, რაც ფეხბურთზე მაღლა დგას. იკემეს კი გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“ -ამბობს ისლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰეიმირ ჰადლგრიმსონი.