ისლანდიაში საფეხბურთო ჩემპიონატი ვადაზე ადრე დაასრულეს
ისლანდიაში საფეხბურთო ჩემპიონატი ვადაზე ადრე დაასრულეს

ისლანდიაში ჩემპიონატისა და თასის გათამაშება კორონავირუსის პანდემიის გამო, ვადაზე ადრე დასრულებულად გამოცხადდა. ამის შესახებ წერია ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციის ოფიციალურ განცხადებაში.

ისლანდიის ჩემპიონატში კალენდრით გათვალისწინებული 22 ტურიდან 18 ჩატარდა. 44 ქულით ლიდერი „ვალური“იყო, ამიტომაც ეს გუნდი გამოცხადდა ჩემპიონად და, შესაბამისად, ის 2021-22 წლების ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციაში ითამაშებს. მეორე ადგილი ერგო „ჰაფნარფიორდურს“ (36 ქულა), მესამე – „ბრეიდაბლიკს“ (31). ეს ორი გუნდი ევროპის ლიგაზე ითამაშებს. „გროტა“და „ფიოლნირი“ უმაღლესი დივიზიონიდან გავარდნენ.

ბოლო მონაცემებით, ისლანდიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 4797 ადამიანს შეადგენს, აქედან 13 ადამიანი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი