ისლანდიამ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადა
ისლანდიამ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადა

ისლანდიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ბოიკოტი გამოუცხადოს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატს და არ დაესწროს ამ ტურნირის მატჩებს რუსეთის სტადიონებზე. კუნძულოვანი სახელმწიფოს ჩინოვნიკებმა მხარი დაუჭირეს დიდი ბრიტანეთის მიერ აგორებულ ბოიკოტს.

„ისლანდიის მთავრობის წევრები არ დაესწრებიან ამ ზაფხულს რუსეთში მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატს“, – წერია ისლანდიის მთავრობის ოფიციალურ გვერდზე.

გარდა ამისა, მთავრობამ გადაწყვიტა – დროებით შეაჩეროს ორმხრივი კონტაქტები რუსეთთან. მან მოუწოდა რუსეთის მთავრობას, გასცეს პასუხები კითხვებს, რომლებიც დიდ ბრიტანეთში რუსი ყოფილი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლას ეხება.