„ისლამურმა სახელმწიფომ" ორ თვეში 700-მდე ტყვე სიკვდილით დასაჯა
„ისლამურმა სახელმწიფომ" ორ თვეში 700-მდე ტყვე სიკვდილით დასაჯა

ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ” ორ თვეში 700-მდე ტყვე სიკვდილით დასაჯა. ინფორმაციას სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია ავრცელებს.

მონიტორინგის ჯგუფის ცნობით, აღნიშნული პირები იმ 1350 მოქალაქეთა და მებრძოლთა შორის ირიცხებოდნენ, რომლებიც ისლამისტებს ერაყის საზღვართან ახლოს, ქალაქ ჰაჯუნში ჰყავდათ დატყვევებული.

აღნიშნულ ტერიტორიაზე დღეისთვის 5000-მდე ისლამისტი მებრძოლი კვლავ რჩება.