„ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ანტიტერორისტულ კოალიციაში აშშ-ის საგანგებო დესპანმა თანამდებობა დატოვა
„ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ანტიტერორისტულ კოალიციაში აშშ-ის საგანგებო დესპანმა თანამდებობა დატოვა

დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ არსებულ საერთაშორისო ანტიტერორისტულ კოალიციაში აშშ-ის საგანგებო დესპანმა ბრეტ მაკგარკმა პოსტი დატოვა. CBS-ის ცნობით ბრეტ მაკგარკის გადაწყვეტილება სირიიდან ამერიკული სამხედრო კონტიგენტის გაყვანას უკავშირდება.

ამერიკული მედიასაშუალების ინფორმაციით, ანტიტერორისტულ კოალიციაში პრეზიდენტის სპეციალურ დესპანს პოსტი შემდეგ წელს უნდა დაეტოვებინა, თუმცა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიიდან ამერიკული სამხედრო კონტიგენტის გასვლის შესახებ დააანონსა, დიპლომატმა თანამდებობის დატოვება ნაადრევად გადაწყვიტა.

ამერიკული მედისაშუალებების ცნობით, ბრეტ მაკგარკს მიაჩნდა, რომ სირიაში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გაგრძელებულიყო.

დონალდ ტრამპის მოულოდნელი გადაწყვეტილების შემდეგ ეს უკვე მეორე მნიშვნელოვანი გადადგომაა. ერთი კვირის წინ თანამდებობა დატოვა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, ჯეიმს მეტისმა. პენტაგონის უკვე ყოფილი ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ პრეზიდენტს აქვს უფლება, აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშნოს ის, ვის შეხედულებებსაც იზიარებს.