ისლამ მახაჩევისა და რაფაელ დოს ანჯოსის ბრძოლა აღარ გაიმართება
ისლამ მახაჩევისა და რაფაელ დოს ანჯოსის ბრძოლა აღარ გაიმართება

15 ნოემბერს ლას ვეგასში აბსოლუტური საბრძლო ჩემპიონატის მორიგი ქარდი გაიმართება. მთავარი ბრძოლა მსუბუქ წონით დივიზიონში ისლამ მახაჩევსა და რაფაელ დოს ანჯოსს შორის უნდა შემდგარიყო, თუმცა როგორც ცნობილი ხდება, დაღესტნელი მებრძოლი ასპარეზობას ტრავმის გამო ჩაეხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ ESPN და MMA Fighting ავრცელებენ.

ჯერჯერობით არ სახელდება კონკრეტულად რა ტრავმა აქვს მახაჩევს, თუმცა ფაქტია, რომ ის ბრაზილიელის წინააღმდეგ ბრძოლას ვერ შეძლებს. ამჟამად პრომოუშენი დოს ანჯოსისთვის მახაჩევის შემცვლელს ეძებს. გამოცდილ ბრაზილიელთან ასპარეზობის სურვილი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გურამ ქუთათელაძემ გამოთქვა. თავად დოს ანჯოსმა კი სოციალურ ქსელში მაიკლ ჩენდლერთან ბრძოლა ისურვა.

@islam_makhachev get well, speedy recovery!
@rdosanjosmma I’m always ready for short notice fights and toughest guys in…

Posted by Guram Kutateladze on Sunday, November 8, 2020