ისლამ მახაჩევის მენეჯერი - UFC-ს ხელმძღვანელები ჩვენთვის დიდი ბრძოლის ორგანიზებაზე აქტიურად მუშაობენ #1TVSPORT
ისლამ მახაჩევის მენეჯერი - UFC-ს ხელმძღვანელები ჩვენთვის დიდი ბრძოლის ორგანიზებაზე აქტიურად მუშაობენ #1TVSPORT

შემიძლია, გითხრათ, რომ UFC-ს ხელმძღვანელები ისლამ მახაჩევისთვის დიდი ბრძოლის ორგანიზებაზე აქტიურად მუშაობენ, – ამის შესახებ ორგანიზაციის ქვესაშუალო წონის ჩემპიონის, ისლამ მახაჩევის მენეჯერმა, ალი აბდელაზიზმა განაცხადა.

აბდელაზიზის თქმით, კონკრეტულ მეტოქეზე ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს.

„შემიძლია, გითხრათ, რომ UFC-ს ხელმძღვანელები ისლამ მახაჩევისთვის დიდი ბრძოლის ორგანიზებაზე აქტიურად მუშაობენ. ამასთანავე, დავაზუსტებ, რომ სავარაუდო კანდიდატად იან გარი არ განიხილება. მახაჩევის მომდევნო მეტოქე ირლანდიელზე გაცილებით უფრო სახელოვანი იქნება და საუბარია დაპირისპირებაზე, რომელიც ორგანიზაციის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურად ჩაითვლება. ეს არის ბრძოლა, რომლის ჩანიშვნაც ამ ეტაპზე რეალურად შესაძლებელია“, – ამბობს ამბდელაზიზი.

ქვესაშუალო წონაში ისლამ მახაჩევის შესაძლო მეტოქეებად, იან გარის გარდა, კამარუ უსმანი და მაიკლ მორალესი განიხილებიან. ამასთან, აქტიურად საუბრობენ იმაზეც, რომ საბოლოოდ მოხერხდეს მისი ილია თოფურიასთან დაპირისპირების ორგანიზება.