ისკო ტრანსფერზე დააყენეს
ისკო ტრანსფერზე დააყენეს

მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება – გამოეთხოვოს ესპანელ ნახევარმცველს ისკოს.

როგორც ესპანური პრესა წერს, ფეხბურთელი უკვე დაყენებულია ტრანსფერზე. „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მოიწონა ეს გადაწყვეტილება.

ფეხბურთელის კონტრაქტი „რეალთან“ 2022 წლის ივნისში იწურება.

ისკო „რეალში“ გადავიდა 2013 წელს „მალაგადან“. ამ სეზონში მან ცხრა მატჩში მიიღო მონაწილეობა და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.