ისკო სამ კვირას გამოტოვებს
ისკო სამ კვირას გამოტოვებს

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ისკო სამ კვირას გამოტოვებს მარჯვენა ფეხზე ბარძაყის კუნთის დაზიანების გამო, – ამის შესახებ დაწერა გაზეთმა Marca-მ.

ისკო უკვე მეათე მოთამაშეა მადრიდელების რიგებში ბოლო 49 დღის განმავლობაში, ვინც ტრავმა მიიღო. ნახევარმცველი ნამდვილად გამოტოვებს ესპანეთის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩს „ვილიარეალის“ წინააღმდეგ, რომელიც პირველ სექტემბერს გაიმართება.

27 წლის ესპანელმა მიმდინარე სეზონში ორი მატჩი ჩაატარა „რეალის“ რიგებში.