ისკო „რეალის“ დატოვებას არ აპირებს
ისკო „რეალის“ დატოვებას არ აპირებს

მადრიდის „რეალის“ შემტევმა ნახევარმცველმა ისკომ დაადასტურა, რომ არ აპირებს ამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას კლუბის დატოვებას.

ცნობილია, რომ ისკოს კონფლიქტი ჰქონდა „რეალის“ მთავარ მწვრთნელ სანტიაგო სოლარისთან, რამაც გააჩინა ჭორები ფეხბურთელის მიერ „რეალის“ დატოვების შესახებ. ისკოს მალე გამოუჩდნენ მსურველები, მათ შორის და ყველაზე მეტად „მანჩესტერ სიტი“ და „იუვენტუსი“ აქტიურობდნენ.

„არსად წასვლას არ ვაპირებ. „რეალში“ ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა, რომ ამ გუნდთან ერთად რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგო“, – თქვა ისკომ AS-თან კომენტარში.

ნახევარმცველმა ამ სეზონში 12 მატჩი ჩაატარა პრიმერა დივიზიონში, აქედან მხოლოდ ხუთჯერ მოხვდა ძირითადში და ერთადერთი გოლი გაიტანა.