ისკო - კრიშტიანუ რონალდუ არ გვენატრება
ისკო - კრიშტიანუ რონალდუ არ გვენატრება

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ისკო აცხადებს, რომ მის გუნდს კრიშტიანუ რონალდუ არ ენატრება.

ისკო რონალდუს „იუვენტუსში“ წარმატებებს უსურვებს.

კრიში – ექსტრაორდინარული მოთამაშეა. ის გუნდს 40 ან 50 გოლის გარანტიას აძლევს. მაგრამ, თუ ჩვენ მოგებებს დავიწყებთ, არავინ იტყვის, რომ რონალდუ გვაკლია. მეორეს მხრივ, თუ არ იქნება მოგებები, ყველა იტყვის, რომ ჩვენ ის დაგვაკლდა.

დღეს ჩვენ ძალიან კარგად ვთამაშობთ. ფეხბურთელები, რომლებსაც შარშან ბევრი გოლი ვერ გაჰქონდათ, ახლა შედეგს იძლევიან. ამ მომენტისთვის, არ გვენატრება კრიშტიანო. მე მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ „იუვენტუსში“, – მოჰყავს ისკოს სიტყვები ვებგვერდ FourFourTwo-ს.

ესპანეთის ჩემპიონატში მადრიდის „რეალს“ სამ ტურში სამი მოგება აქვს.