ისკო ალარკონი ტრავმის გამო „ბეტისს“ სამი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება #1TVSPORT
ესპანურ საფეხბურთო კლუბ „ბეტისს“ სეზონის დაწყებამდე მნიშვნელოვანი დანაკლისი აქვს, – გუნდს ისკო ალარკონი სამი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება.
33 წლის ესპანელმა ნახევარმცველმა ტრავმა სეზონის წინ გამართული ამხანაგური მატჩის დროს მიიღო. არ გამორიცხავენ, რომ ანდალუსიური კლუბი მისი შემცვლელის ძებნას სატრანსფერო „ბაზარზე“ შეუდგეს.
გასულ სეზონში ისკომ „ბეტისის“ მაისურით 33 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და კონფერენს ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.