იშვიათი სილამაზის მარგალიტია - კვარაცხელიას თამაშს იტალიური და ევროპული მედია გამოეხმაურა #1TVSPORT
იშვიათი სილამაზის მარგალიტია - კვარაცხელიას თამაშს იტალიური და ევროპული მედია გამოეხმაურა #1TVSPORT

იტალიური და ევროპული მედია სერია ა-ს მეორე ტურში „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავ თამაშს გამოეხმაურა, რომელმაც „მონცასთან“ დუბლი შეასრულ და ნეაპოლელების გამარჯვება განაპირობა (3:0).

ზოგიერთი გამოცემიდან ფრაზებიშევარჩიეთ, ზოგიერთიდან კი წერილის ნაწყვეტები და შეფასებებში საინტერესო მოზაიკა გამოჩნდა:

„ევროსპორტი იტალია“

„კვარაცხელიას შედევრების ქსელი. კვარაცხელიას შოუ ფანტასტიკური გოლებით გრძელდება“.

t-online.de

„ნაპოლი“ კვარაცხელიას საოცნებო გოლით დაწინაურდა“

„სპორტ ფეის“

„კვარაცხელიას გიჟური გოლი – შესანიშნავი გასროლა

ხვიჩა კვარაცხელიას გიჟური გოლით „ნაპოლიმ“ „მონცასთან“ ანგარიში გახსნა. ქართველი ბურთს მარცხნიდან იღებს და ცენტრს უახლოვდება, რის შემდეგაც ბრუნში მარჯვნით არტყამს, რაც ლორენცო ინსინიეს გოლებს გვაგონებს. ის თავიდანვე გახდა გულშემატკივართა კერპი ორ თამაშში ორი გოლით. ის მართლაც იშვიათი სილამაზის მარგალიტია“.

„ტუტო ატალანტა“

„კვარაცხელიას კლასი და შედევრი „მარადონაზე“. 35-ე წუთზე რაკეტასავით გაისროლა და მეკარეს არაფრის გაკეთება აღარ შეეძლო“.

„სქაი სპორტი“

„კვარაცხელიამ „ნაპოლი“ შესანიშნავი გოლით დააწინაურა. 62-ე წუთზე კი დუბლი მორიგი არაჩვეულებრივი დარტყმით შეასრულა“.