ისევ საბას დროა - ლობჟანიძე დღემდე დანიის საუკეთესოებშია
ისევ საბას დროა - ლობჟანიძე დღემდე დანიის საუკეთესოებშია

საბა ლობჟანიძე დღემდე დანიის სუპერლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრებით საუკეთესო ფეხბურთელებშია – ინფორმაციას გამოცემა „ტიპსბლადეტი“ ავრცელებს.

გამოცემა „ტიპსბლადეტმა“ გამოაქვეყნა სია, მიმდინარე სეზონში სიმბოლურ ნაკრებში ვინ რამდენჯერ მოხვდა და აღმოჩნდა, რომ საბა ლობჟანიძეს და კიდევ რამდენიმე მოთამაშეს მხოლოდ 6 ფეხბურთელი უსწრებს.

საქართველოს ნაკრების შემტევმა სულ ლობჟანიძემ დანიის მიმდინარე ჩემპიონატში 15 შეხვედრა ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა, სუპერლიგის სიმბოლურ ნაკრებში კი ოთხჯერ დაასახელეს – მე-3, მე-8, მე-10 და მე-20 ტურების შემდეგ.

საქართველოს ნაკრების შემტევი დანიური „რანდერსიდან“ თურქეთის სუპერლიგის „ანკარაგუჯუში“ ზამთარში გადავიდა. 25 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ბოლო შეხვედრა მე-20 ტურში „ესბიერგთან“ ჩაატარა და გუნდს გოლით დაემშვიდობა.

სულ ლობჟანიძის წამოსვლის შემდეგ დანიის სუპერლიგაში 6 ტური გაიმართა. მაგრამ გაირკვა, რომ საქართველოს ნაკრების მოთამაშე დღემდე ლიგის ყველაზე წარმატებულ მოთამაშეებშია – ანუ 15 მატჩში იმდენი მოახერხა, რომ ბევრმა ეს 26 ტურის შემდეგაც ვერ შეძლო.