ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 25-ე ტურის მორიგი შეხვედრა დასრულდა. გორში, „თენგიზ ბურჯანაძეზე“ გაიმართა, სადაც „დილამ“ „რუსთავი“ დაამარცხა.
შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გაირკვა. მე-9 წუთზე გორელთა მცველის, თორნიკე გრიგალაშვილის გადაცემაზე ბურთი საკუთარ კარში „რუსთავის“ მცველმა ვარლამ კილასონაიმ ჩაჭრა 1:0. 27-ე წუთზე კი „დილას“ ბრაზილიელმა ლეგიონერმა ლეანდრო რიბეირომ პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე შეასრულა, სტუმართა კარი მეორედ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:0.
რიბეირომ 13 გოლი გაიტანა, თანაგუნდელ მიკოლა კოვტალიუკს დაეწია და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ გიორგი გაბედავას (14 გოლი) ჩამორჩება. „დილამ“ კი 24 შეხვედრაში (ერთი მატჩი ქუთაისის „ტორპედოსთან“ გადადებულია) 45 ქულა დააგროვა, საჩხერეს „ჩიხურა“ 7 ქულით ჩამოიტოვა და სამეულში დასამკვიდრებლად დიდი ნაბიჯი გადადგა.
„რუსთავს“ კი 27 ქუალ აქვს და აუტსაიდერთა ზონიდან თავის დაღწევას ვერ ახერხებს.
ტური დღეს, ივანწმინდაში, საჩხერის „ჩიხურასა“ და „სამტრედიას“ შორის მატჩით დასრულდება.