ისევ ონლაინ რეჟიმში - პანდემიამ სამწვრთნელო კურსის ჩატარების წესი შეცვალა
ისევ ონლაინ რეჟიმში - პანდემიამ სამწვრთნელო კურსის ჩატარების წესი შეცვალა

პანდემიამ ცვლილებები ყველა სფეროში შეიტანა და მათ შორის, უეფას მწვრთნელთა განათლების კურსის რეჟიმიც შეცვალა. სწავლება ადრე დახურულ სივრცეში იმართებოდა, რაც ახლა შეუძლებელია და პანდემიის პირობებში მიღებულ რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება.

უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის მესამე მოდული, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა, Covid 19-ის ეპიდემიის გათვალისწინებით, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.

აღნიშნული მოდულის ძირითადი თემები შეტევის მომზადება და თავდაცვის საკითხები გახლდათ. უეფა-ს მწვრთნელთა განათლების B ლინცეზიის აღნიშნულ კურსზე, ამ ეტაპზე, 21 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება.

სასწავლო მოდულების დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში თითოეული მათგანი საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზიას მიიღებს.