ისევ ჰარი კეინი - „სიტი“ „ტოტენჰემისთვის“ წინადადებას ამზადებს #1TVSPORT
ისევ ჰარი კეინი - „სიტი“ „ტოტენჰემისთვის“ წინადადებას ამზადებს #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტი“ მზადაა „ტოტენჰემს“ ჰარი კეინის თაობაზე ახალი წინადადებით მიმართოს, – ამის შესახებ ESPN იუწყება.

წყაროს ცნობით, ტრანსფერი, შესაძლოა, იანვარში განხორციელდეს. შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის შემდეგ, ზაფხულში „ქალაქელები“ აქტიურად ცდილობდნენ ინგლისელი ფოვარდის გადაბირებას, მაგრამ კეინმა ლონდონურ კლუბში დარჩენა ამჯობინა.

„ტოტენჰემს“ საკმაოდ ცუდი სეზონი აქვს – გუნდი 11 ტურის შემდეგ 16 ქულით მე-9 პოზიციაზეა. ცოტა ხნის წინ კლუბის მენეჯმენტმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანტონიო კონტე მიიყვანა, იმ იმედით, რომ იტალიელი სპეციალისტი სიტუაციას გამოასწორებს.

დიდი ალბათობით, თუ „ტოტენჰემი“ უკეთ არ ათამაშდა, ჰარი კეინი შემდეგი წლიდან, შეიძლება, გვარდიოლას გუნდში ვიხილოთ.