ისევ ძირითადში - გაგნიძემ და გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშეს #1TVSPORT
ისევ ძირითადში - გაგნიძემ და გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშეს #1TVSPORT

ლუკა გაგნიძემ ზედიზედ მეორე შეხვედრა ჩაატარა ეკატერინბურგის „ურალის“ ძირითად შემადგენლობაში, რომელმაც საკუთარ მოედანზე ერთ-ერთი ლიდერი შეაჩერა.

რუსეთის პრემიერლიგის მე-16 ტურში ეკატერინბურგის გუნდმა ერთ-ერთი ლიდერი „სოჭი“ მიიღო და შეხვედრა 1:1 დაასრულა. ლუკა გაგნიძე „ურალის“ მთავარმა მწვრთნელმა, იგორ შალიმოვმა ძირითად შემადგენლობაში შეიყვანა და საქართველოს ნაკრების 18 წლის ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.

ანგარიში 34-ე წუთზე ქართველი ფეხბურთელის პოლონელმა თანაგუნდელმა, რაფალ აუგუსტინიაკმა 34-ე წუთზე გახსნა. „სოჭის“ ნახევარმცველმა, კრისტიან ნაბოამ 68-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.

ლუკამ „ურალის“ ძირითად შემადგენლობაში 3-4-3 სისტემაში ცენტრალურ ნახევარმცველად ითამაშა. სასტარტო თერთმეტეულში იყო 24 წლის ლეო გოგლიჩიძე, რომელმაც მარცხენა ფლანგზე ითამაშა. ორივე ქართველს „ჩემპიონატმა“ საკმაოდ კარგი შეფასება, 6,5 ქულა დაუწერა.

16 ტურის შემდეგ, 13 ქულით ეკატერინბურგის „ურალი“ რუსეთის პრემიერლიგაში ბოლოდან მეორე ადგილზეა.