ისევ აზერბაიჯანში ითამაშებს - ვოლკოვი „საბაჰში“ გადავიდა #1TVSPORT
ისევ აზერბაიჯანში ითამაშებს - ვოლკოვი „საბაჰში“ გადავიდა #1TVSPORT

დავით ვოლკოვი კარიერას ისევ აზერბაიჯანში გააგრძელებს – 26 წლის ქართველმა თავდამსხმელმა,რომელმაც ბოლო ორი სეზონი „ზირაში“ გაატარა, კონტრაქტი საფეხბურთო კლუბ „საბაჰთან“ გააფორმა.

„დავით ვოლკოვი ჩვენი მოთამაშეა – „საბაჰმა“ შემადგენლობა ახალი ფეხბურთელით გააძლიერა. საქართველოს ნაკრების წევრმა, დავით ვოლკოვმა გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ვოლკოვი 18 ნომერით ითამაშებს“, – წერია ოფიციალურ ვებგვერდზე.

27 წლის თავდამსხმელმა კარიერა „გაგრაში“ (2012/13) დაიწყო, თამაშობდა „დინამო თბილისში“ (2013-2016), საჩხერეს „ჩიხურაში“ (2015/16), ბოლნისის „სიონში“ (2016), „საბურთალოში“ (2017-2018). უცხოეთში კი გამოდიოდა სერბულ „ზემუნში“ (2016/17), აზერბაიჯანულ „გაბალაში“ (2018-2020) და „ზირაში“ (2020-2022).

გასულ სეზონში „ზირაშივოლკოვმა 11-ჯერ გაიტანა და აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბომბარდირობამდე ერთი გოლი დააკლდა. 2021 წლიდან საქართველოს ნაკრებში იწვევენ, ეროვნული გუნდის ფორმა სამ მატჩში მოირგო და ერთი გოლი გაიტანა.