ისევ 6:1 მონღოლეთთან - ბათუმის „დინამომ“ ამხანაგური მატჩი მოიგო #1TVSPORT
ისევ 6:1 მონღოლეთთან - ბათუმის „დინამომ“ ამხანაგური მატჩი მოიგო #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისას ბაზაზე მონღოლეთის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე 6:1 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებთან  შეხვედრის შემდეგ მონღოლებმა დარჩენა და ბათუმელებთან მატჩის გამართვა გადაწყვიტეს, რადგან ევროპაში თამაში მათთვის სიახლეა. შეგახსენებთ, მათ „ჯვაროსნებთანაც“ 1:6 წააგეს.

იმის მიუხედავად, რომ გია გეგუჩაძემ მონღოლების წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში ახალწვეულებიც ათამაშა, შეხვედრა მაინც „დინამოს“ სრული უპირატესობით წარიმართა.

ბათუმელებიდან გოლები გაიტანეს: საშა ბალიჩმა, ჯოვინო ფლამარიონმა, მუსა კონატემ, გიორგი ზარიამ, თორნიკე კაპანაძემ და ივან ლიტვინენკომ.