ისააკ ჰერცოგის სახლთან აქცია გაიმართა მოთხოვნით, უარი უთხრას ბენიამინ ნეთანიაჰუს კორუფციის საქმეზე შეწყალებასთან დაკავშირებით
ისააკ ჰერცოგის სახლთან აქცია გაიმართა მოთხოვნით, უარი უთხრას ბენიამინ ნეთანიაჰუს კორუფციის საქმეზე შეწყალებასთან დაკავშირებით

ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტები ჰერცოგს მოუწოდებდნენ, უარი ეთქვა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თხოვნაზე კორუფციასთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე შეწყალებასთან დაკავშირებით.

თელ ავივში, ისრაელის პრეზიდენტის სახლთან ათობით ადამიანი იყო შეკრებილი. აქციის მონაწილეების ნაწილს ისააკ ჰერცოგის სახის გამოსახულებიანი ნიღაბი ეკეთა, ნაწილს კი – ბენიამინ ნეთანიაჰუს სახის.

დემონსტრანტებს ხელში სხვადასხვა ბანერი ეჭირათ და სკანდირებდნენ: „თქვენ დამნაშავე ხართ“.

შეგახსენებთ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მის წინააღმდეგ კორუფციასთან დაკავშირებით მიმდინარე საქმეზე პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა. ბენიამინ ნეთანიაჰუ ქვეყნის ისტორიაში ერთადერთი მოქმედი პრემიერია, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს. მას ბრალი აქვს წაყენებული თაღლითობაში, ნდობის ბოროტად გამოყენებასა და მდიდარი პოლიტიკური მხარდამჭერებისგან ქრთამის აღების სამ სხვადასხვა ეპიზოდში, რომელიც მან მათთვის სახარბიელო პირობების შექმნისთვის მიიღო. ნეთანიაჰუ ყველა ბრალდებას უარყოფს.