ის, რასაც ყველა ელოდა - საქართველო-ბელარუსის მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო
ის, რასაც ყველა ელოდა - საქართველო-ბელარუსის მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო
საქართველო – ბელარუსის შეხვედრის ბილეთების ონლაინ რეჟიმში გაყიდვა დღეს, 15 თებერვალს დაიწყო – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგევრდი აქვეყნებს.

ერთა ლიგის „დ” დივიზიონის ჯგუფების გამარჯვებულები, საქართველო და ბელარუსი 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალის მატჩს 26 მარტს თბილისში, „დინამო-არენაზე”გამართავენ.

ბილეთების ფიზიკური რეალიზაცია კი, „დინამო-არენას“ სალაროებში 22 თებერვლიდან დაიწყება. 23 თებერვალს, საქართველოს სუპერ თასის მატჩის დღეზე, მხოლოდ ერთი დღით, ბილეთების შეძენა, პარალელურად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებშიც იქნება შესაძლებელი.

„გულშემატკივარს შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების შეძენა ინტერნეტის საშუალებით, TKT.ge-ზე შეეძლება. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია. ერთ მომხმარებელს 4 ბილეთის შეძენა შეეძლება. შეზღუდვა ვრცელდება ბილეთის როგორც ონლაინ, ისე სალაროებში ყიდვის შემთხვევაში. ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო შეხვედრის ყველა ბილეთზე, მითითებულია კონკრეტული შესასვლელი – გთხოვთ, სტადიონზე მოსახვედრად გამოიყენოთ ბილეთზე მითითებული სტადიონის კარი” – წერია სფფ-ს განცხადებაში .

საქართველოსა და ბელარუსის ეროვნული გუნდების მატჩი 26 მარტს, 21:00 საათზე, „დინამო არენაზე“ შედგება.