ის მსოფლიოში ყველაზე სახალისო ფეხბურთელია - კვარაცხელია სერია A-ს ოცნების გუნდში შეიყვანეს #1TVSPORT
ის მსოფლიოში ყველაზე სახალისო ფეხბურთელია - კვარაცხელია სერია A-ს ოცნების გუნდში შეიყვანეს #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს 2022 წლის ოცნების გუნდში მოხვდა, რჩეული თერთმეტეული ინტერნეტგამოცემა 90min-მა დაასახელა.

„როდესაც იტალიური ფეხბურთის კალენდარული წელი დასრულდა, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ შეგვექმნა სიმბოლური გუნდი საუკეთესო მოთამაშეებისგან, რომლებმაც 2022 წელს გაიბრწყინეს“, – წერს 90min-ი.

სერია A-ს წლის გუნდი – 2022

მაიკ მენიო (მილანი) – ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), გლეისონ ბრემერი (იუვენტუსი), კიმ მინ-ჯაე (ნაპოლი), თეო ერნანდესი (მილანი) – სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (ლაციო), ნიკოლო ბარელა (ინტერი), სანდრო ტონალი (მილანი) – ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი), ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი), რაფაელ ლეაო (მილანი)

„ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე სახალისო ფეხბურთელია მსოფლიოში. მისთვის დაბრკოლება არ არსებობს“, – წერს გამოცემა.