ის ხომ საქართველოს ნაკრების ლიდერი იყო - კვიპროსში ოქრიაშვილის ნაკრებში არგამოძახებას გამოეხმაურნენ #1TVSPORT
ის ხომ საქართველოს ნაკრების ლიდერი იყო - კვიპროსში ოქრიაშვილის ნაკრებში არგამოძახებას გამოეხმაურნენ #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატის პირველ ტურში ქართველების გუნდი, ნიქოზიას „აპოელი“ „პაფოსთან“ 0:4 დამარცხდა. ეს იყო მოულოდნელი მარცხი, რამაც გუნდის მწვრთნელისა და მოთამაშეების მიმართ დიდი აგრესია გამოიწვია.

ბერძნული გამოცემის ცნობით, წაგება განსაკუთრებით მტკივნეული გამოდგა „აპოელის“ ახალწვეულისთვის, თორნიკე ოქრიაშვილისთვის, რომელიც ნიქოზიას კლუბში ჩემპიონობის მოსაპოვებლად გადავიდა.

„ოქრიაშვილი გაღიზიანებულია. თორნიკე ძალიან დამწუხრებულია კვიპროსის ჩემპიონატის სტარტზე მძიმე მარცხის გამო და თანაგუნდელებთან ერთად მზად არის, რომ ვითარების გამოსასწორებად ყველაფერი გააკეთოს“, – წერს გამოცემა.

პოპულარული ინტერნეტ-პორტალი Goal.com.cy-ის ჟურნალისტი კი გაოცებას არ მალავს, რომ ოქრიაშვილი საქართველოს ნაკრებში არ გამოიძახეს:

„საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი ნიქოზიასაპოელის“ ქართველებიდან მხოლოდ თორნიკე ოქრიაშვილს არ შეეხმიანა. ფლანგის შემტევს კოსოვოსა და ესპანეთის წინააღმდეგ შეხვედრებში ვერ ვიხილავთ. კვიპროსის ჩემპიონატის პირველ ტურში „პაფოსთან“ ოქრიაშვილმა 71 წუთი ითამაშა. ის ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრების ლიდერი იყო. მიუხედავად ამისა, ახლა სიაში არაა. შესაბამისად, მისი არმიწვევა ძალიან მოულოდნელია“.

დატოვე კომენტარი