ის ბრწყინვალეა – ტრამპმა ინფანტინოს მხარდაჭერა გამოუცხადა #1TVSPORT

13:01, 11.08.2026

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეცდომა უწოდა ჯანი ინფანტინოს შესაძლო წასვლას ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრეზიდენტის თანამდებობიდან.

„ფიფა-მ დაუშვა საშინელი შეცდომა, თუ რაღაც მიზეზის გამო თუნდაც განიხილა თავისი პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს შეცვლის შესაძლებლობა. ის ბრწყინვალეა, ის სულ ცოტა ხნის წინ ხელმძღვანელობდა მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას, რომელიც წინამორბედებზე ოთხჯერ უფრო წარმატებული იყო. თუ ინფანტინო წავა, მსოფლიო ჩემპიონატების ჩატარება აღარ იქნება წარმატებული და მოგებას ვერ მოიტანს“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ში.

მსგავსი