ის არ მომკვდარა, ის მოკლეს - არგენტინაში დიეგო მარადონას ხსოვნის პატივსაცემად მიტინგი გაიმართება #1TVSPORT
ის არ მომკვდარა, ის მოკლეს - არგენტინაში დიეგო მარადონას ხსოვნის პატივსაცემად მიტინგი გაიმართება #1TVSPORT

არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში ხუთშაბათს, 11 მარტს გაიმართება მიტინგი მოთხოვნით – გამოიძიონ ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონას სიკვდილის გარემოებები. ფეხბურთელის თაყვანისმცემლები ბუენოს აირესის ქუჩებში ჩაივლიან ლოზუნგებით – „ის არ მომკვდარა, ის მოკლეს“, „სამართლიანობა დიეგოსთვის“ და „სასამართლო და სასჯელი დამნაშავეებისთვის“.

ორშაბათს, 8 მარტს, იუსტიციის დეპარტამენტმა მოითხოვა სამედიცინო კომისიის შექმნა, რომელმაც უნდა გამოიძიოს მარადონას სიკვდილის გარემოებები, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერმა“ დაწერა.

მარადონა შარშან, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის მიზეზი გახდა გულის შეტევა. გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე, ფეხბურთელი კლინიკიდან გაწერეს ტვინზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ.

დატოვე კომენტარი