ის აქ არის - „ტორპედოს“ პრეზიდენტმა ქუთაისამდე ჩააღწია
ის აქ არის - „ტორპედოს“ პრეზიდენტმა ქუთაისამდე ჩააღწია

დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ, ფაბიო მანინო საქართველოში ჩამოვიდა. ქუთაისის „ტორპედოს“ პრეზიდენტი, იტალიელი ბიზნესმენი დღეს გუნდის ვარჯიშს დაესწრო, გაესაუბრა  მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს.

მანინოს გუნდის გადაცემაზე ჯერ კიდევ თებერვალში შეუთანხმდნენ, მაგრამ იურიდიული პროცედურები ვერ დასრულდა, შემდეგ კი პანდემიის გამო, იტალიელი ბიზნესმენის ჩამოსვლა გართულდა და საქართველოში გამომგზავრება მხოლოდ ახლა მოახერხა.

ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ გუნდს დაუბრუნდა გამოცდილი მცველი ლაშა კასრაძე, რომელიც კარიერის უცხოეთში გაგრძელებას აპირებდა. ქუთაისური კლუბის პრესმსამსახურის ცნობით, კასრაძე „ტორპედოში“ სეზონის ბოლომდე ითამაშებს.