ირვინგმა სრულფასოვანი ვარჯიში დაიწყო
ირვინგმა სრულფასოვანი ვარჯიში დაიწყო

„ბოსტონ სელტიქსის“ გამთამაშებელი კაირი ირვინგი მაიამიში ინდივიდუალურ შეკრებაზე სრულფასოვან ვარჯიშებს შეუდგა, – ინფორმაციას ამის შესახებ Yahoo Sports ავრცელებს.

ირვინგი მოედანზე ამა წლის მარტის შემდეგ არ ყოფილა, როცა მარცხენა მუხლის ტრავმა მიიღო. მოგვიანებით, ირვინგმა ოპერაცია გადაიტანა.

გასულ ზაფხულს, 26 წლის მცველი გაცვლის შედეგად, „კლივლენდიდან“ „ბოსტონში“ გადავიდა. შარშან, მან 60 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ, 24.4 ქულა და 5.1 შედეგიანი პასი დააგროვა.