ირმა ხეცურიანმა ვაშინგტონის მსოფლიო თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ირმა ხეცურიანმა ვაშინგტონის მსოფლიო თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ირმა ხეცურიანმა ეტლით ფარიკაობაში ვაშინგტონის მსოფლიო თასის გათამაშებაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქართველმა შეჯიბრებაზე რაპირით ასპარეზობისას ჯერ ინგლისელ ჯასტინ მურს მოუგო 15:3, ნახევარფინალში ფრანგი სოფი საბლონი დაამარცხა 15:4, ფინალში კი ტაილანდელ საისუნ იანასთან წააგო 15:10 და ტურნირზე მეორე ადგილზე გავიდა.

დღეს ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი ვაშინგტონის მსოფლიო თასზე ხმლით ფარიკაობაში შეეცდებიან მედლების მოპოვებას.