ირმა ხეცურიანმა მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

12:37, 14.07.2019

ქართველი ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი, პოლონეთის 2019 წლის მსოფლიო თასის გათამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ხეცურიანმა მიმდინარე ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. ჯგუფური ეტაპში, ყველა მოგებით გადავიდა და ავტომატურად საუკეთესო 16-ში მოხვდა.საუკეთესო რვაში მოსახვედრად დაამარცხა რუსი მოწინააღმდეგე ირინა მიშუროვა ანგარიშით 15:10. ოთხეულში მოსახვედრად კი იტალიელ პასკუნიო როზას სძლია ანგარიშით 15:13.

ნახევარფინალში ხეცურიანი ჩინელ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა, პოლონეთის მსოფლიო თასის გათამაშება, ტოკიოს 2020 წლის პარალიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირი გახლდათ.

საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრები სამშობლოში 17 ივლისს დაბრუნდება.

წყარო – თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი

მსგავსი