ირმა ხეცურიანის მეორე მედალი სან პაულუს თასზე #1TVSPORT
ირმა ხეცურიანის მეორე მედალი სან პაულუს თასზე #1TVSPORT

ირმა ხეცურიანი პარა ფარიკაობაში სან პაულუს მსოფლიო თასის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა ეტლით-ფარიკაობაში ტურნირზე უკვე მეორე მედალი მოიპოვა. ირმამ რაპირით ფარიკაობაში ფინალური დაპირისპირება ტაილანდელ იანა სუზანთან დათმო.

შეგახსენებთ, ორი დღით ადრე ხეცურიანი და თიბილაშვილი ამავე ტურნირის ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ. დღეს მსოფლიო თასზე ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი ხმალში იასპარეზებენ.