ირმა ინაშვილი - საარჩევნო პროცესებში არსებულ პრობლემებს დარეგულირება სჭირდება
ირმა ინაშვილი - საარჩევნო პროცესებში არსებულ პრობლემებს დარეგულირება სჭირდება

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირმა ინაშვილმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერში, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვა მიმდინარეობდა, საარჩევნო პროცესებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და ყურადღება მათი გადაჭრის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„მე ვხედავ და სხვებიც ხედავენ, რომ არასტანდარტული საარჩევნო პროცესი გველოდება წინ. როდესაც პარტიის წარმომადგენელი ცოცხალ რეჟიმში ვერ ატარებს საარჩევნო კამპანიას, ეს უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ მე შეზღუდული ვარ. ამ შეზღუდვას ნამდვილად არავის არ ვაბრალებ, ამ შემთხვევაში ისეთი ვითარებაა, მაგრამ ხელისუფლებებისადმი სწორედ ამ „კოვიდის“ პერიოდში გაერო-მ, ევროსაბჭომ და სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს სპეციალური რეკომენდაცია, რომ არ მოხდეს „კოვიდის“ და ეპიდემიის გამოყენება იმისათვის, რომ პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს ამა თუ იმ სახელმწიფოს ხელისუფლებამ.

საგანგებო განცხადებები გაავრცელეს რომ შეიზღუდონ ხელისუფლებები ამაში. ჩვენ არ ვიცით, რა მიზანს დაისახავს „ქართული ოცნება“, რატომ უნდა გჯეროდეს მე და რატომ უნდა მქონდეს მოლოდინი, რომ მათ შემოდგომისთვის არ გაუჩნდებათ აზრით სწორედ ეს პროცესები იყოს რაღაცნაირად გამოყენებული ხელისუფლების სასარგებლოდ? ეს არანაირად არ იქნება დამხმარე პროცესი ოპოზიციური პარტიებისთვის“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ საარჩევნო პროცესებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესს შეეხო, სადაც მისივე განცხადებით, მმართველ პარტიას კომისიაში ცხრა წევრი ჰყავს, მაშინ როდესაც საქართველოს პატრიოტებს მხოლოდ ერთი.

მისივე განცხადებით, სერიოზულ პრობლემას ამომრჩეველთა რაოდენობის განსაზღვრაც წარმოადგენს, რადგან, ირმა ინაშვილის შეფასებით, ხელოვნურად ხდება ამომრჩეველთა რაოდენობის გაზრდა, რაც ხმების პროცენტულ განაწილებაში აისახება.

„საარჩევნო ყუთის გახსნიდან დაწყებული ოპოზიციისთვის პრობლემაა ყველაფერი, არა და საარჩევნო ყუთის გახსნას, ზოგჯერ არსებითი მნიშვნელობა აქვს. გადაულახავ პრობლემად იქცა საარჩევნო სიები, 90-იანი წლებიდან დღემდე ჩვენ ვერ მივაღწიეთ იმას, რომ რეალური საარჩევნო სია გვქონდეს. სინამდვილეში, რეალური ამომრჩეველი 2 მილონ 700 ათასი-2 მილიონ 800 ათასია, მაგრამ იბერება ეს ყველაფერი და ვერ მივაღწიეთ ამის შეკუმშვას, ამის დაზუსტებას“, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

დატოვე კომენტარი