ირმა ინაშვილი - პარლამენტში მიმდინარეობს ლუსტრაციის პროცესი, ვინ დგება ქართველი ხალხის მხარეს და ვინ ერწყმის ბოლომდე ბოკერია-სააკაშვილის ჯგუფს
ირმა ინაშვილი - პარლამენტში მიმდინარეობს ლუსტრაციის პროცესი, ვინ დგება ქართველი ხალხის მხარეს და ვინ ერწყმის ბოლომდე ბოკერია-სააკაშვილის ჯგუფს

პარლამენტში ლუსტრაციის პროცესი მიმდინარეობს, ვინ დგება ქართველი ხალხის მხარეს და ვინ ერწყმის ბოლომდე ბოკერია-სააკაშვილის ჯგუფს, – ასეთი კომენტარი გააკეთა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა.

ინაშვილმა კომენტარი გააკეთა ეკა ბესელიას მიერ „ქართული ოცნების“ დატოვების, ასევე „სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ რეზოლუციაზე.

„გუშინდელმა კენჭისყრამაც ეს პროცესი გახსნა. ცხადია, ეკა ბესელია დადგა ქართველი ხალხის მხარეს. ყველა ის დეპუტატი, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენს რეზოლუციასა და სააკაშვილ-ბოკერიას რეჟიმის დანაშაულებრივ რეჟიმად შეფასებას, დადგნენ ქართველი ხალხის მხარეს. მე და ეკა ბესელია ვართ თანამებრძოლები, როცა ბევრი მართლა ბუჩქებში იმალებოდა. ჩვენ ისევ ვიქნებით თანამოაზრეები და თანამებრძოლები“, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.