ირმა ინაშვილი - ფრაქცია „პატრიოტებს“ სახელი შეეცვლება და „პატრიოტთა ალიანსი სოციალ-დემოკრატები“ ერქმევა
ირმა ინაშვილი - ფრაქცია „პატრიოტებს“ სახელი შეეცვლება და „პატრიოტთა ალიანსი სოციალ-დემოკრატები“ ერქმევა

მიხარია, რომ გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური ჩვენს ფრაქციას შემოუერთდნენ და დღეს უკვე ერთი გუნდი ვართ,- ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ფრაქციას შეეცვლება სახელი და „პატრიოტთა ალიანსი სოციალ-დემოკრატები“ ერქმევა.

„დღეს ჩვენს ფრაქციას შემოუერთდნენ გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური. ყოველთვის ვაფასებდი ამ ადამიანებს და მიხარია, რომ ერთი ფრაქციის ფარგლებში შეგვეძლება ვიმსჯელოთ მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში. მით უმეტეს, რომ თანამოაზრეები და ბატონ გიასთან ერთად თანამებრძოლებიც ვართ . მნიშვნელოვანია, რომ ფრაქციას შეეცვლება სახელი და იქნება „პატრიოტთა ალიანსი სოციალ-დემოკრატები“. შემდეგი გეგმების შესახებ მომავალში დეტალურად გაცნობებთ”,-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, დეპუტატებმა გია ჟორჟოლიანმა და მირიან წიკლაურმა უმრავლესობა დატოვეს და ფრაქცია „პატრიოტებში“ გაწევრიანებას გეგმავენ.