ირმა ინაშვილი - აქციები გაგრძელდება და მრავალათასიან მიტინგზე ​მოვიყრით თავს თავისუფლების მოედანზე, ეს არის ჩვენი გეგმა
ირმა ინაშვილი - აქციები გაგრძელდება და მრავალათასიან მიტინგზე ​მოვიყრით თავს თავისუფლების მოედანზე, ეს არის ჩვენი გეგმა

აქციები გაგრძელდება და ბოლოს თავს მოვიყრით თავისუფლების მოედანზე, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა მათი პარტიის მიერ დღეს გამართული გამაფრთხილებელი აქციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ, „პატრიოტთა ალიანსი“ სკამებისთვის ნამდვილად არ ვიბრძვით. მთავარი ამოცანა გვაქვს, გადავარჩინოთ 2020 წლის არჩევნები უზურპაციისგან. „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური მელაკუდობა ჩაიდინა, სამარცხვინოდ მოიქცა და ქართველი ხალხი არ იმსახურებს ამას. ეს აქციები გაგრძელდება საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, ყველა დიდ მოედანზე გამოვა ხალხი. მუშაობს საგანგებო შტაბი, ამ აქციების შეწყვეტა არ მოხდება მანამდე, სანამ „ქართული ოცნება“ არ განახორციელებს მის დაპირებას და ისევ არ გადავალთ პროპორციულ არჩევნებზე. ამიტომ, ჩვენ არ ვაპირებთ შევწყვიტოთ ეს პროტესტი და ბოლოს ჩვენ ვფიქრობთ, მრავალათასიან მიტინგზე ​მოვიყრით თავს თავისუფლების მოედანზე, ეს არის ჩვენი გეგმა“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დატოვე კომენტარი