ირლანდიური „სანი“ - საქართველოს უკეთესი ფორვარდი რომ ჰყოლოდა, ირლანდიას მოუგებდა
ირლანდიური „სანი“ - საქართველოს უკეთესი ფორვარდი რომ ჰყოლოდა, ირლანდიას მოუგებდა

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოსა და ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრას (0:0) „სანი“ გამოეხმაურა. გამოცემის ირლანდიური ვერსიის აზრით, საქართველომ მეტოქეს აჯობა.

„უბედურება საქართველოში“, – ასეა დასათაურებული პუბლიკაცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ ირლანდიამ საქმე გაირთულა.

„მიკ მაკარტის ფეხბურთელებმა იცოდნენ, რომ საქართველოში მოგებით ევრო 2020-ის ფინალურ ეტაპზე გასვლის დიდი შანსი გაუჩნდებოდათ. დანიამ თბილისში გასულ თვეში ორი ქულა დაკარგა. საქართველო კი შესარჩევ ციკლში ერთ კარგ თამაშს ყოველთვის ატარებს. მაკკარტიმ თამაშამდე თქვა, რომ ირლანდიას სჭირდებოდა ბურთის უკეთესი კონტროლი საქართველოს ნაკრებთან, სადაც პასების ოსტატები არიან. მაგრამ ეს არ მომხდარა, რადგან ნახევარმცველებმა ვერაფერი მოუხერხეს მეტოქეს, რომელიც ძალიან კარგად ახერხებდა ირლანდიელთა ბარიერების გავლას. საქართველოს ოდნავ უკეთესი ფორვარდი რომ ჰყოლოდა, სასურველ შედეგს მიაღწევდა. ირლანდიისთვის საბედნიეროდ, მასპინძლებს ასეთი თავდამსხმელი არ აღმოჩნდათ. თუმცა, მაკარტის გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი გზა გაირთულა“, – წერს გამოცემა.