ირლანდიის პარლამენტმა ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის ბრექსიტთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას მხარი დაუჭირა

13:52, 22.11.2018

ირლანდიის პარლამენტმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის ბრექსიტთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას. ინფორმაციას Reuters – ი ავრცელებს.

შეთანხმების პროექტს მხარი 158 დეპუტატისგან შემდგარი პარლამენტის 10- ივე პარტიამ დაუჭირა. კენჭისყრა იურიდიულად სავალდებულო არ იყო,

ამ შეთანხმებას ახლა მხარი უნდა დაუჭირონ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტებმა, ასევე ბრიტანეთის პარლამენტმა.

ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს

მსგავსი