ირის ანტმანი - ნაკრების ფეხბურთელები მოახლოებული მატჩებისთვის მზად არიან #1TVSPORT
ირის ანტმანი - ნაკრების ფეხბურთელები მოახლოებული მატჩებისთვის მზად არიან #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა და ნაკრების ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს ერთა ლიგის მოახლოებული მატჩების შესახებ. ჩვენი გუნდი 27 ოქტომბერს ლიეტუვას სტუმრად დაუპირისპირდება, ხოლო 31 ოქტომბერს ამ გუნდს უმასპინძლებს.

„ფეხბურთელები მზად არიან მოახლოებული მატჩებისთვის. გუნდში გვყავს ახალწვეულებიც. საქართველოში ვარ, ვესწრები თამაშებს და ვხედავ, ვინ ასრულებს ინდივიდუალურ დავალებებს სათანადოდ და ფორმაშია.

გამოვიძახეთ საუკეთესო მოთამაშეები, რომლებიც დაგვეხმარებიან ამ ორ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაში. ვფიქრობ, კარგად ვაჩვენეთ ჩვენი განვითარება ლუქსემბურგთან მატჩში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მინდა, რომ ამ გუნდმა გამარჯვებები მოიპოვოს, რაც ნამდვილად შეუძლია. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა მთავარია, ფეხბურთელებს ამის სურვილი აქვთ.

გუნდში კარგი განწყობაა, ყველა იბრძვის სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად. ამავდროულად, ფეხბურთელებს ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ“, – აცხადებს ანტმანი.

ნინო პასიკაშვილი, საქართველოს ნაკრების წევრი: „ლიეტუვის ნაკრებს კარგად არ ვიცნობთ, თუმცა შევისწავლით და თითოეულ დეტალს გავაანალიზებთ. მოსაგებად მივდივართ და საშინაო შეხვედრაშიც ვეცდებით, გულშემატკივარი სამი ქულით გავახაროთ“.

თამარ ქველიძე, საქართველოს ნაკრების წევრი: „ვემზადებით, რათა თითოეულმა ფეხბურთელმა მაქსიმალურად შეასრულოს საკუთარი დავალება და იმედი მაქვს, სასურველ შედეგს მივიღებთ. თურქეთთან მატჩის დროს შედარებით მეტი ადამიანი იყო მოსული სტადიონზე, რამაც დიდი მუხტი მოგვცა. ვისურვებდით, შემდეგ თამაშებზეც მათი გვერდში დგომა დავიმსახუროთ“.

მატჩების განრიგი:

27 ოქტომბერი

ლიეტუვა – საქართველო

31 ოქტომბერი

საქართველო – ლიეტუვა