ირანული მხარის ინფორმაციით, ორმუზის სრუტეში ბრიტანული ტანკერი დააკავეს
ირანული მხარის ინფორმაციით, ორმუზის სრუტეში ბრიტანული ტანკერი დააკავეს

ირანის რევოლუციური გვარდია აცხადებს, რომ ირანის ტერიტორიულ წყლებში, ორმუზის სრუტეში ბრიტანული ტანკერი დააკავეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ბრიტანეთში აცხადებენ, რომ ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობენ. მათი ვერსიით, ტანკერი საუდის არაბეთისკენ მიცურავდა, მოულოდნელად კი, კურსი შეიცვალა.

ირანული მხარე აცხადებს, რომ ტანკერის დაკავების მიზეზი საერთაშორისო ნორმების დარღვევა გახდა.