ირანული მედიის ცნობით, ირანმა ჰორმუზის სრუტესთან ახლოს მდებარე აშშ-ის საზღვაო ძალების სამ გამანადგურებელზე იერიში მიიტანა

01:22, 08.05.2026

ირანმა ჰორმუზის სრუტესთან ახლოს მდებარე აშშ-ის საზღვაო ძალების სამ გამანადგურებელზე იერიში მიიტანა, – ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ ირანის საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით წერს.

როგორც ირანული მედია იუწყება, აშშ-ის მიერ ირანული ნავთობტანკერის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევის შემდეგ ჰორმუზის სრუტეში მოქმედ აშშ-ის სამხედრო საზღვაო დანაყოფებზე სარაკეტო იერიში განხორციელდა.

ირანული მხარის ინფორმაციით, შეტევის შედეგად აშშ-ის სამხედრო გემები იძულებული გახდნენ, უკან დაეხიათ, რადგან თავდასხმის შედეგად დაზიანდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აშშ-ს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

მსგავსი