ირანული მედია – ომანის ყურეში ნავთობის ორ ტანკერს დაესხნენ თავს

10:23, 13.06.2019

ომანის ყურეში ნავთობის ორ ტანკერს დაესხნენ თავს. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული „პრეს ტივი“ ავრცელებს.

ირანული მედია იუწყება, რომ ხომალდებთან ახლოს აფეთქებების ხმა ისმის. ომანისა და პაკისტანის პორტებში ტანკერებიდან განგაშის სიგნალი მიიღეს.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. რომელ ქვეყანას ეკუთვნის ტანკერები, ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი