ირანული მედია - ისრაელის სამხედრო თვითმფრინავის სახიფათო მანევრის შედეგად, ირანულ თვითმფრინავში რამდენიმე მგზავრი დაშავდა
ირანული მედია - ისრაელის სამხედრო თვითმფრინავის სახიფათო მანევრის შედეგად, ირანულ თვითმფრინავში რამდენიმე მგზავრი დაშავდა

ისრაელის სამხედრო თვითმფრინავის „სახიფათო მანევრის“ შედეგად, ირანულ სამგზავრო თვითმფრინავში რამდენიმე მგზავრი დაშავდა. ირანული მედიის ინფორმაციით, ინციდენტი სირიის დედაქალაქ დამასკოს საჰაერო სივრცეში მოხდა.

ირანული სამგზავრო თვითმფრინავი თეირანი-ბეირუთის რეისს ასრულებდა, რა დროსაც სირიის ტერიტორიაზე ავიალაინერს ისრაელის სამხედრო თვითმფრინავი მიუახლოვდა, რის გამოც პილოტმა სიმაღლის მკვეთრი შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

ინციდენტის შედეგად, რამდენიმე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ერთ-ერთ მგზავრს სახეზე სისხლის კვალი ეტყობა, მეორე მგზავრი კი თვითმფრინავის იატაკზე წევს. ინციდენტის შემდეგ, ირანული სამგზავრო თვითმფრინავი ბეირუთის აეროპორტში დაეშვა.